ფრანკენშტაინი ბრიტანელი მწერლის, მერი შელის ფანტასტიკური ჟანრის ნოველაა. ავტორმა წიგნზე მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, 1818 წლის 1 იანვარს კი, როცა ავტორის 20 წლის იყო, ანონიმურად გამოქვეყნდა რომანის პირველი გამოცემა, ხოლო ავტორის სახელით ნაწარმოები პირველად მკითხველმა პარიზში, 1821 წლის გამოცემაში იხილა.წიგნის მთავარი გმირი ვიქტორ ფრანკენშტაინია, შეძლებულ არისტოკრატთა ოჯახიდან, რომელიც გატაცებულია იდუმალის შეცნობით და ოკულტური საკითხებისადმი დიდი მიდრეკილებით.დედის გარდაცვალების შემდეგ მამა ვიქტორს სასწავლებლად ინგოლშტადტის პრესტიჟულ უნივერსიტეტში გზავნის. იქ ის საკუთარი მასწავლებლის - ვალდმანის - გავლენით დაინტერესდება სიცოცხლისა და სიკვდილის წარმოშობის მიზეზით.
მომავალი მეცნიერი, განიზრახავს უმაღლესი დონის ადამიანის შექმნას. ორწლიანი კვლევის შემდეგ ვიქტორი პოულობს გზას, როგორ გარდაქმნას უსულო ნივთიერება ცოცხალ მატერიაში და ამ აღმოჩენის დახმარებით ის ქმნის გიგანტს. თუმცა მის მიერ შექმნილი არსება სულაც არ აღმოჩნდება ის რისი მოლოდინიც ვიქტორს ჰქონდა და მონსტრი მისი ცხოვრების ღამის კოშმარად იქცევა , რომელზე ფიქრიც მეცნიერს მოსვენებას არ აძლევს.მერი შელი 1797 წლის 30 აგვისტოს , დიდი ბრიტანეთის სამეფოში , სომერს-ტაუნში დაიბადა. მწერლის მამა პოლიტიკური მოღვაწე , ფილოსოფოსი უილიამ გოდვინი იყო, დედა კი — ფილოსოფოსი და ფემინისტი მერი უოლსტოუნკრაფტი.
შელის დედა მისი დაბადებიდან ერთ თვეში გარდაიცვალა, ამიტომ მას მამა ზრდიდა. უილიამ გოდვინი საკმაოდ შეძლებული იყო და შეეძლო საკუთარი ქალიშვილი ყოველივეთი უზრუნველყო. მერი არაფორმალურ განათლებას იღებდა მამის ხელით, რომელიც მას აგულიანებდა, რომ თავისი ანარქისტული პოლიტიკური შეხედულებები გაეზიარებინა და დაეცვა.
ცნობილი ფაქტია, რომ მერი შელი ხელს უწყობდა თავისი მეუღლის, რომანტიკოსი პოეტისა და ფილოსოფოსის პერსი ბიში შელის შემოქმედებას, რომლის გარდაცვალების შემდეგაც საკუთარი თავი მთლიანად შვილის აღზრდასა და კარიერულ წინსვლას მიუძღვნა, რაც მისი, როგორც პროფესიონალი მწერლის, განვითარებას გულისხმობდა. „ფრანკენშტაინი“, მწერლის ყველაზე პოპულარულ ნამუშევარს წარმოადგენს , წიგნი ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და დღემდე გაყიდულია მისი მილიონობით ეგზემპლარი. წიგნი ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა 2018 წელს გამომცემლობა პალიტრა ელის მიერ და იმ დროიდან ხელმისაწვდომია ბიბლუსის მაღაზიათა ქსელსა და პალიტრა ელის ვებგვერდზე , პალიტრა ელ წერტილი ჯი.