განათლების მინისტრი დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება. გიორგი ამილახვარი აზერბაიჯანელ კოლეგას, ემინ ამრულაევს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, სექტორული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა. შეხვედრაზე მხარეებმა ზოგადი და პროფესიული განათლების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმებიც განიხილეს.