რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო, თუმცა უცნობია, თუ რა შემადგენლობით წარდგებიან ისინი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე. გაერთიანების გარშემო ოპოზიციურ სპექტრში აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ზოგიერთი დეპუტატი კოლეგებთან მოლაპარაკებების დაწყებას უკვე ადასტურებს. აღნიშნულ პროცესს მმართველი გუნდი სერიოზულად ვერ აღიქვამს და ოპონენტებს კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებს. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპონენტები საპარლამენტო არჩევნებზე, 5-პროცენტიან ბარიერს, მხოლოდ გაერთიანების შემთხვევაში გადალახავენ.