უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, ქვეყანა შვედეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. მისი თქმით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას შვედეთის ალიანსში წევრობისადმი უნგრეთის მთავრობის მხარდაჭერა უკვე დაადასტურა. ამის ცნობისთვის, უნგრეთს შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. 23 იანვარს, შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ დაუჭირა. პარლამენტის გადაწყვეტილების ძალაში შესასვლელად რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმოწერაა საჭირო.