ხელოვნების მუზეუმის ექსპერტიზის ლაბორატორიამ, ფერწერული ნამუშევრის ფიროსმანისადმი კუთვნილება დაადასტურა. შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ირაკლი ფარჯიანის სახელობის ხელოვნების ნიმუშების კვლევისა და ექსპერტიზის ლაბორატორიაში, კერძო კოლექციის ფერწერულ ნამუშევარს - „ირემი“ - საექსპერტო კვლევა ჩაუტარდა. შედეგად კი ნიკო ფიროსმანაშვილის ავტორობა დადასტურდა. თემის შესახებ მეტ დეტალს, ჩვენი ჟურნალისტის, ხატია სამხარაძის სიუჟეტიდან გაიგებთ.