საქართველოს ისრაელში, ჩინეთში, ქუვეითსა და იორდანიაში ახალი ელჩები ჰყავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისრაელის სახელმწიფოში ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა. ქუვეითის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნოშრევან ლომთათიძე იქნება. ჩინეთში საქართველოს წარმომადგენელი პაატა კალანდაძე იქნება, ხოლო ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩის პოსტს არჩილ ძულიაშვილი დაიკავებს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახლადდანიშნულ ელჩებს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირისპირ შეხვდა. როგორც ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითუხლობთ ჩამოთვლილ ქვეყნებში დანიშნულ ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა სფეროებს შეეხო და ყურადღება ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებაზეც გამახვილდა.