თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმათა. სხდომაზე ბრალდების მხარის, აქციის დროს დაზარალებულები, მოწმეები გამოიკითხნენ. მიხეილ სააკაშვილმა სხდომაზე დისტანციურად დასწრებასთან დაკავშირებით უარი განაცხადა. როგორც ექსპრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილია აცხადებს, საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური მოტივები იკვეთება. მისი განცხადებით 7 ნოემბრის საქმეში არ დგინდება, რომ მძიმე დაზიანებები, რომელიც მოქალაქეებმა მიიღეს, რომელიმე მაღალი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ ბრძანებებს უკავშირდებოდეს. მისივე განცხადებით, ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა რომ 7 ნოემბრის აქციის დარბევაში საჯარისო ნაწილებმა მიიღეს მონაწილეობა.