აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დადიანის ქუჩაზე მცხოვრები კაკიაშვილების ოჯახის გამოსახლება დროებით გადადო. მიზეზი ოჯახის სოციალური მდგომარეობა და სახლში 2 არასრულწლოვნის ცხოვრება გახდა. კაკიაშვილისგან განსხვავებით, გამოსახლების პროცესი ბოლომდე მივიდა მარინა ხატიაშვილის ოჯახის შემთხვევაში. აღსრულების პოლიციამ ბინიდან ისინი ხანგრძლივი წინააღმდეგობის მიუხედავად, ძალის გამოყენებით გამოიყვანა. როგორია გამოსახლებასთან დაკავშირებული პროცედურები ქვეყანაში და რა სისტემით მუშაობენ კერძო გამსესხებლები. ექსპერტების შეფასებებით მერაბ პაპაშვილი შემოგვიერთდება.