პარტია საქართველოსთვის წარმომადგენლები ხელისუფლებისაგან პროვოკაციების მოწყობასა და ოპონენტების წინააღმდეგ არადემოკრატიული მეთოდებით ბრძოლას ელოდებიან. ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ეს თავად პარტია „ქართული ოცნებიდან“ და მათ მიერ კონტროლირებადი მედიებიდან გამოჟონლი ინფორმაციაა. ასეთივე მოლოდინი სხვა ოპოზიციურ პარტიებშიც არსებობს. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ საპირისპირო აზრის მქონე პოლიტიკოსების დევნა, “ქართული ოცნების” მმართველობის სიმბოლოდ იქცა. როგორ პასუხობენ ოპოზიციას “ქართულ ოცნებაში” - მეტს ჩვენი ჟურნალისტი, ხატია სამხარაძე გვეტყვის.