ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ არავინ გადარჩენილა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
„ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა ბელგოროდის გუბერნატორმა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ბელგოროდში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას აზუსტებს.
ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა.