"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ინფორმაციას ავრცელებს , სადაც აღიშნულია ,რომ 2023 წელს, საქართველოს მთავრობამ 48 სხდომაზე მინიმუმ 531 განკარგულების პროექტი განიხილა, რომელთაგან დღემდე არცერთი არ გასაჯაროებულა. ამასთან, მათივე ცნობით, მთავრობამ არ გამოაქვეყნა 48-დან 4 სხდომის დღის წესრიგი. არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ დოკუმენტების მიღება შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გზითაც.