თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობა სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სპორტულ ღონისძიებებზე უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზებას ითვალისწინებს.