თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა - Palitra News

თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

2024-01-24 16:00:22+04:00

თავდაცვის სამინისტრომ კალათბურთისა და ფეხბურთის ეროვნულ ფედერაციებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტი საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ისახავს მიზნად. ურთიერთთანამშრომლობა სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სპორტულ ღონისძიებებზე უსასყიდლოდ დასწრების ორგანიზებას ითვალისწინებს.