რუსეთში ბელგოროდის ოლქში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი „ილ-76“-ი ჩამოვარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე იმყოფებოდა, რომლებიც გასაცვლელად გადაჰყავდათ. ბორტზე ასევე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იყო. უწყების ცნობით, „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა გეგმური ფრენის შესრულების დროს განიცადა. ოლქის გუბერნატორის ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, ადგილზე ამჟამად საგამოძიებო ჯგუფი და საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ. მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ინფორმაცია, ბელგოროდის ოლქის თავზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებაც გაავრცელა.