CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-ჰემფშირის შტატში, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის გამართულ შიდაპარტიულ არჩევნებში ლიდერობს. ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისთვის ხმების დაახლოებით 44 %-ი უკვე დათვლილია. მიღებული შედეგების თანახმად, ტრამპს ხმების 54.4%-ი, მის მეტოქეს, ნიკი ჰეილის კი - 43.9%-ი აქვს. ნიკი ჰეილიმ, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის ყოფილი გუბერნატორია, დონალდ ტრამპს პრაიმერისში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში რჩება. შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა რამდენიმე დღის წინ აიოვას შტატში გამართულ შიდაპარტიულ კენჭისყრაშიც გაიმარჯვა.