მონღოლეთში ბუნებრივი აირის გადამზიდი სატვირთო მანქანის აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. მონღოლეთის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სატვირთო მანქანა, რომელსაც 60 ტონა თხევადი ბუნებრივი აირი გადაჰქონდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად აფეთქდა. დაღუპულებს შორის 3 მეხანძრეა. 10 დაშავებული, მათ შორის რამდენიმე ბავშვი, დამწვრობის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ჯგუფები იყვნენ მობილიზებული, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.