ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაში სამხედრო ოპერაციას აძლიერებს და აცხადებს, რომ ბრძოლა “ჰამასის” სრულ განადგურებამდე არ დასრულდება. გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კონფლიქტის გადაწყვეტაზე ისრაელის მხრიდან მკაფიო უარი მიუღებელია და პალესტინასთან ომის გახანგრძლივების რისკს ქმნის. გაერო-ს ხელმძღვანელი ღაზის სექტორისთვის მეტი დახმარების მოწოდებით კიდევ ერთხელ გამოვიდა. გუტერეშის თქმით, დახმარების ის რაოდენობა, რომელიც ანკლავში შედის, არასაკმარისია. მან ხაზი გაუსვა, რომ ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტა აუცილებელია.