სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. საუბარია გუშინ კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს მიმდინარე მოვლენებზე.უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით მიმდინარეობს.