თბილისის საკრებულოს ხმაურიანი სხდომა დასრულდა. “ქართულმა ოცნებამ” იმ პროექტების განხორციელებას დაუჭირა მხარი, რომელსაც ოპოზიცია ურბანული ფაშიზმის გაგრძელებად მიიჩნევს. მათ შორის არის გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი, რომლის თანახმად 16, 30 სართულიანი კორპუსის აშენება იგეგმება. სხდომა ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. ხატია სამხარაძე გააგრძელებს ამ თემაზე საუბარს.