გერმანიის უზენაესმა სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია „ჰაიმატისთვის“ სახელმწიფო დაფინანსების აკრძალვას მხარი დაუჭირა. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მემარჯვენე ექსტრემისტული ყოფილი „ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ახლა „ჰაიმატის“ სახელწოდებით მოქმედებს, მინიმუმ მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში სახელმწიფო დაფინანსებას და საგადასახადო შეღავათებს ვეღარ მიიღებს. ცნობისთვის, მსგავსი ინიციატივით ბუნდესტაგმა და მთავრობამ უზენაეს სასამართლოს 2019 წელს, მას შემდეგ მიმართეს, რაც ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტიის საქმიანობის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა.