„ჰამასსა“ და ისრაელს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში ისრაელმა 24 ჯარისკაცი დაკარგა, რაც ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე დიდი მსხვერპლია. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, აფეთქების შედეგად 21 რეზერვისტი დაიღუპა, რაც სავარაუდოდ, გამოწვეული იყო ნაღმებით, რომლებიც ისრაელის ძალებმა ორ შენობაში მათი დანგრევის მიზნით განათავსეს. ისრაელმა ასევე დაადასტურა, რომ სამი ოფიცერი ღაზას სამხრეთით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. 7 ოქტომებერს დაწყებულ „ჰამას“-ისრაელის ომს სულ მცირე 1300 ისრაელელი და 25 300-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.