უკრაინაში რუსული სამხედო აგრესია გრძელდება. გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული ძალები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებს ინტენსიურად ბომბავდნენ. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კიევში, დაბომბვის შედეგად 22 ადამიანი დაშავდა, ხარკოვში რუსეთის თავდასხმებს 5 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 51 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მასშტაბურ სარაკეტო თავდასხმებს ეხმაურება და აცხადბეს, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ტერორს ახორციელებს.