"არჩევნებზე ჩვენ წავალთ მარტო და გავიმარჯვებთ მარტო" - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი პარტიის გეგმებს. გახარია აცხადებს რომ გამარჯვების მოპოვების მისეული ფორმულა სწორედ დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოქმედაბაზე გადის. შესაძლო გაერთიანების შესახებ მსჯელობა დაწყებული აქვს ოპოზიციას. ხელისუფლების ოპონენტები ამ დრომდე ეძებენ გზებს, როგორ უნდა მოხდეს ერთამენთში საერთო ენის გამონახვა. ოპოზიციის შიგნით დაწყებული გადალაგება კიდევ უფრო მეტი ოპტიმიზმის საფუძველს უჩენს მმართველი ძალას. საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, პოლიტიკურად გაბანკროტებულ ოპოზიციას ვერც მექანიკური გადაადგილება და ვერც არარეალური საარჩევნო პროგრამა უშველის. მერაბ პაპშვილი ისაუბრებს თემაზე უფრო ვრცლად.