თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, სადაც აღსრულების ბიუროს წარმომადგენლებმა მარინა ხატიაშვილის ოჯახი გამოასახლა, შსს-მ 20 პირი დააკავა. ოჯახის მხარდამჭერებმა აქციაც გამართეს, ისინი საზოგადოებას მოუწოდბენ რომ ადგილზე მივიდნენ. როგორც მარინა ხატიაშვილმა პალიტრა ნიუსს განუცხადა, მისი გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდა. სალომე ჯაფარიძე იმყოფება ადგილზე და ის გვეტყვის უფრო მეტ დეტალს.