ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს ხვდება. შეხვედრა,რომელსაც საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლობაც ესწრება, დაძაბულობისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. საუბრის მთავარი თემა არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაა. გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, ქვეყანაში გამოყენებული ტექნოლოგიები ვენეციის კომისიისა და ევროპის საბჭოს სტანდარტს უპასუხებს. რა კითხვები აქვთ პარტიების ხელმძღვანელებს ცესკოს თავმჯდომარესთან და რას პასუხობს მათ კალანდარიშვილი.