უკრიანის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული ძალების მიერ უკრაინაზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა. უწყების ცნობით, კიევში, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამ რაიონში ხანძრები გაჩნდა. დაიღუპა ერთი და დაშავდა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. დაზიანდა ორი მაღალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები და ავტომობილები. კიევის ოლქში მაშველები ბუჩანსკის რაიონში მუშაობენ, სადაც ორი მაღალსართულიანი კორპუსი, კერძო სახლები, სამეურნეო დანიშნულების შენობები და ავტომობილები დაზიანდა და სამი ადამიანი დაშავდა. რუსულმა ძალებმა ხარკოვში ორ მაღალსართულიან შენობას დაარტყეს. წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა სამი და დაშავდა 30-მდე ადამიანი.