გასულ წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან საქართველომ 103.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2023 წელს ელექტროენერგიის გამომუშავება წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 14.4 ტვტ. სთ-ს მიაღწია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალი“ წერს. ამავე მონაცემების მიხედვით, ჯამური გამომუშავებიდან, ჰიდროსადგურების წილმა 75.5% შეადგინა, თბოსადგურებმა 23.9% დაიკავა, ხოლო ქარის სადგურის გამომუშავება 0.6% იყო. ამასთან, ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად 7.8%-ით შემცირდა და 13.1 ტვტ. სთ შეადგინა. პირდაპირი მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიაზე შემცირებული მოთხოვნა კლების ძირითადი მიზეზია. რაც შეეხება 2023 წელს ელექტროენერგიის ექსპორტს, 1.5 ტვტ. სთ-ს მიაღწია, ხოლო საქართველომ, როგორც უკვე გითხარით 103.3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ძირითადი ბაზარი, კვლავ თურქეთია. კვლევის მიხედვით, ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ენერგიის ფასი წლიურად 4.8%-ით, 5.3 ცენტამდე შემცირდა.აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის იმპორტის 98% აფხაზეთის მოხმარების დასაკმაყოფილებლად განხორციელდ