ჯოზეფ ბორელი - მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს - Palitra News

ჯოზეფ ბორელი - მოხარული ვიქნები, თუ ტრამპი უკრაინელებს 24 საათში ომის დასასრულებლად „ჯადოსნურ ფორმულას“ შესთავაზებს

2024-01-23 12:46:49+04:00

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თუ იგი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში დაასრულებს. მისივე თქმით, თუ ტრამპი ომს ერთ დღეში დაასრულებს ცალსახად პოზიტიური მოვლენა იქნება, თუმცა ამის ალბათობა საკმაოდ საეჭვოა.