საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თუ იგი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს, უკრაინასა და რუსეთს შორის ომს 24 საათში დაასრულებს. მისივე თქმით, თუ ტრამპი ომს ერთ დღეში დაასრულებს ცალსახად პოზიტიური მოვლენა იქნება, თუმცა ამის ალბათობა საკმაოდ საეჭვოა.