ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქედებები გრძელდება. ისრაელის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის, დანიელ ჰაგარის განცხადებით, ღაზას სექტორის ცენტრალურ ნაწილში მომხდარი აფეთქების შედეგად ისრაელის 21 ჯარისკაცი დაიღუპა. მისივე თქმით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც ისრაელელი ჯარისკაცები საზღვრიდან, დაახლოებით, 600 მეტრში მოქმედებდნენ და „ჰამასის“ ობიექტებს ანადგურებდნენ. მისივე თქმით, აფეთქების მიზეზს ამ დრომდე იკვლევენ. მაშველები დანგრეული შენობებიდან დაშავებულთა გამოსაყვანად რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ.