სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევში, საჰაერო განგაში გამოცხადდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ზალებმა უკრაინის ათობით დასახლების მიმართულებით დილიდან ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ოკუპანტების მიერ კიევზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ქალაქის რამდენიმე უბანში სახლები და საბავშვო ბაღის შენობა დაზიანდა და ავტომობილები დაიწვა. მერის თქმით, თავდასხმის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა. ამასთან, რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, სადაც 5 დაიღუპა და 28 ადამიანი დაშავდა.