ჯანდაცვის სამინისტრო პირობას დებს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს თითოეული თანამშრომელი, დასაქმების ალტერნატიული შეთავაზებით ან ღირსეული კომპენსაციით იქნება უზრუნველყოფილი. განცხადება სამინისტრომ მას შემდეგ გაავრცელა, რაც ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ბაზაზე ახალი კლინიკა აშენდება. ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ უახლოეს მომავალში, დაიწყება შენობის ფასადის დემონტაჟი. როგორც აცხადებენ, შენობა ავარიულ მდგომარეობაშია. სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამია, რომ კლინიკაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის უფლებები სრულად იქნება დაცული.