მთავრობის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ბაზაზე ახალი სამედიცინო დაწესებულება აშენდება . ამის შესახებ კანცელარიაში დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხდაეს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, სპეციალისტების დასკვნით, იმისთვის, რომ კლინიკამ საერთაშორისო სტანდარტები დააკმაყოფილოს, შენობის რეკონსტრუქცია ძირითად შემთხვევაში შეუძლებელი და არარენტაბელურია. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულება, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო უნდა აშენდეს.