შტორმის გამო ირლანდიის დედაქალაქ დუბლინის აეროპორტში 102 ფრენა გაუქმდა. ქვეყნის უმეტეს ნაწილში, მათ შორის დუბლინში, „ნარინჯისფერი გაფრთხილება“ გამოცხადდა. ქარი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანებს შესაძლოა საფრთხე შეექმნათ. ირლანდიის დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთის ნაწილებში უფრო მკაცრი, „წითელი გაფრთხილება“ არის გამოცხადებული. მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ შტორმი უახლოეს საათებში ნიდერლანდებამდეც მიაღწევს. პრევენციული ზომები უკვე მიიღო ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამის შიფჰოლის აეროპორტმაც და დღეისთვის დაგეგმილი 130 ფრენა გააუქმა.