ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნას დღეიდან იწყებს. „მტკიცე დამცველი 2024“ მაისამდე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 90 000 სამხედრო მიიღებს. წვრთნებში მონაწილეობას ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო და წევრობის კანდიდატი ქვეყანა შვედეთიც იღებს. მისი სცენარი კი პრაქტიკულად თანასწორ მეტოქესთან კონფლიქტის სიმულაციაა. ალიანსის შეიარაღებული ძალების მეთაურის განცხადებით, წვრთნები ნატო-ს რეგიონული გეგმების შესრულების რეპეტიციის გავლას ემსახურება, რაც ალიანსმა ათწლეულების განმავლობაში შეადგინა. მისივე თქმით, წვრთნების განმავლობაში, დეტალურად იქნება აღწერილი, თუ როგორ უპასუხებს ალიანსი რუსეთის თავდასხმას.