ევროკავშირი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ახალ გეგმაზე მუშაობს. დასავლური მედიის ცნობით, აღნიშნული გეგმა ახალი ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელშიც 2024 წელს ევროპის მშვიდობის ფონდიდან 6.5 მილიარდი ევრო გადაირიცხება, მომდევნო წლებში კი ფონდი 5-5 მილიარდი ევროთი შეივსება. ინიციატივის განხილვა უახლოეს დღეებში დაიწყება. საკითხზე 1-ელ თებერვალს დაგეგმილ ევროსაბჭოს საგანგებო სამიტზეც იმსჯელებენ.