პარტია „ლელოს“ განცხადებით, ხელვაჩაურში მათი პარტიის აქტიური წევრი, დავით დევაძე პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტია განცხადებას აქვეყნებს. პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ოპონენტების მხარდამჭერთა პოლიტიკური ნიშნით დევნას აგრძელებს. „ლელოს“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დევაძე დამსახურებული მწვრთნელია, რომელმაც მრავალი წლის განმავლობაში სპორტის მასწავლებლად იმუშავა და ხელმძღვანელობდა სხვადასხვა საფეხბურთო გუნდს, მისი ხელმძღვანელობით აჭარაში არაერთი წარმატებული სპორტსმენი აღიზარდა. როგორც ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ლელოს“ მხარდამჭერებს საჯარო სამსახურებიდან პოლიტიკური ნიშნით ათავისუფლებენ.