თბილისში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანიზებით, საკონსტიტუციო სამართალწარმოების სწავლების პირველი ფორუმი ტარდება. ღონისძიების მხარდამჭერები არიან USAID, „სამართლის უზენაესობის პროგრამა“ და „ევროპის საბჭოს პროექტი: ‘მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის გაძლიერება საქართველოში“. ფორუმში საქართველოში აკრედიტებული 20-ზე მეტი უნივერსიტეტის წარმომადგენელი მონაწილეობს. მის მიზანს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საუნივერსიტეტო საზოგადოებას შორის განგრძობადი დიალოგისათვის სივრცის შექმნა წარმოადგენს.