წერეთლის გამზირზე დღე-ღამის განმავლობაში სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, იანვრის ბოლოს მოძრაობა ორმხრივად აღდგება. როგორც მან აღნიშნა, “ცრუ ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს დედაქალაქის მერიაში შესული იყო სუს-ი და ფინანსური პოლიცია“. მან აღნიშნულ ინფორმაციას დიდი ტყუილი უწოდა.