ირაკლი კობახიძის შეფასებით, პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ოპოზიციის გარანტირებულ მარცხს ნიშნავს. ამ მოსაზრებას მმართველ პარტიაში ეთანხმებიან, რადგან, როგორც თავად ამბობენ, ოპოზიციას წარმატების რესურსი არ ჰქონდა, ახლა კი მათი შანსები კიდევ უფრო მეტად შემცირდა. ხელისუფლების ოპონენტები კი მმართველი პარტიის წევრებს ძველ განცხადებებს ახსენებენ და ამბობენ, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნებამდე და მისი დაბრუნების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა რიტორიკა აღნიშნულ საკითხზე რადიკალურად განსხვავებულია. კიდევ რას აცხადებენ ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.