მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით, მსოფლიოში 13-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია. სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი, მსოფლიოში საუკეთესოა .კვლევა საქართველოში ბოლოს, 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. გამოიკითხნენ 592კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები. კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო შეფასება დაიმსახურა.