ჩინური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ პროვინცია იუნანში ჩამოწოლილი მეწყრის შედეგად, სულ მცირე 47 ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ქვეყნის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა შესაბამის სამსახურებს, თავდაუზოგავი მუშაობისკენ მოუწოდა. სტიქიის შემდეგ რეგიონიდან 500-ზე მეტი ადამიანი არის ევაკუირებული.