ფლორიდის შტატის გუბერნატორი, რონ დესანტისი აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს გამოეთიშა. მან მხარდაჭერა დონალდ ტრამპს გამოუცხადა. მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტთან უთანხმოების მიუხედავად, არჩევნებში მხარს სწორედ მას დაუჭერს. დესანტისის კანდიდატურის მოხსნამდე, პოლიტიკური ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკელების“ კანდიდატობისა და ჯო ბაიდენთან დაპირისპირების მნიშვნელოვანი შანსი ჰქონდა.