პარიზის ქუჩებში, ახალი საიმიგრაციო კანონი ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. მომიტინგეთა განცხადებით, საფრანგეთში შესაბამისი დოკმუმენტების არმქონე მიგრანტების ცხოვრება მარტივი არ არის. აქციის მონაწილეებს ისეთი კანონის მიღება სურთ, რომელიც მუშაობის პირობებს გააუმჯობესებს. საფრანგეთის პარლამენტმა დეკემბერში ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციას გამარტივდა, სოციალური დახმარების მიღება კი გართულდა. ახალი წესებით, მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანაც რთულდება. კანონპროექტი, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებისთვის, რომელთაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს, მოქალაქეობის ჩამორთმევასაც ითვალისწინებს.