დღეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმის განხილვა გაგრძელდება საქმე ეხება არასრულწლოვანის დედასა და ბიძას, ბრალდება მათ ქორწინების იძულებასა და დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.პროცესზე დაგეგმილია მოწმეთა გამოკითხვა და მტკიცებულებების გამოკვლევა.ადვოკატი ამტკიცებს, რომ მოკლული გოგონას დედა უდანაშაულოა და წინასწარი პატიმრობის გირაოთი ჩანაცვლების მოთხოვნას აპირებს.