ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციას აძლიერებს. “ჰამასი” მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის შეწყვეტას ითხოვს. ისრაელის პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის ტერორისტული დაჯგუფების მოთხოვნას არ მიიღებს. „ჰამასმა“ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ომის შეწყვეტასთან ერთად, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლებას და ღაზას სექტორიდან ისრაელის ჯარის გაყვანას ითხოვს. ნეთანიაჰუ ასევე აღნიშნავს, რომ თუ ისრაელი ამ პირობას დათანხმდება, საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვას ვეღარ შეძლებს. ამავდროულად, საერთაშორისო ლიდერები კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ და ღაზაში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე საუბრობენ.