პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველო ხდება მიმზიდველი, როგორც საინვესტიციო პოტენციალის ქვეყანა, შუა დერეფნის ჭრილში, აზიისა და ევროპის დაკავშირების თვალსაზრისით. მისივე განცხადებით, ჩინეთთან პარტნიორობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოს ხვალინდელი დღისთვის, არამედ ამ ფაქტს, დიდ მნიშვნელობას საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც ანიჭებენ.