იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა თავისი შეცდომების გამო, შინაარსობრივად პრორუსულია, მაგრამ ხელისუფლებას სინამდვილეში, არავინ ადარდებს. როგორც ხვიჩია აღნიშნავს, ანტიჩინურ განწყობას თვითონ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის იყენებენ. „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება სწორედ ასე შეაფასა. პაპუაშვილი აღნიშნავდა, რომ ყველა, ვინც ანტიჩინურ განწყობებს აღვივებს, იმისთვის არის მომართული, რომ საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები ჩაშალოს.