იტალიაში, ქალაქ პიზაში, 25 წლის ტუნისელი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეზე ძებნილი კიდევ ოთხი ადამიანი დააკავეს, მათგან ერთი საქართველოს მოქალაქეა. გამომძიებლები თვლიან, რომ მათ დაადგინეს ყველა პირი, ვინც 5 იანვარს მომხდარ ჩხუბში იყო ჩართული, თუმცა მიაჩნიათ, რომ მკვლელობაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მკვლელობიდან 24 საათში დაკავებული ქართველია. პიზის პროკურატურის მოთხოვნით, დაკავებული ტუნისელები წინასწარი დაკავების იზოლატორში, ქართველი კი - შინაპატიმრობაში იმყოფება. იტალიის ქალაქ პიზაში ტუნისელი ახალგაზარდის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საქართველოს 32 წლის მოქალაქე რამდენიმე კვირის წინ დააკავეს და სამართალდამცავები, აღნიშნული მკვლელობის საქმეზე, საქართველოს კიდევ ერთ მოქალაქეს ეძებდნენ.