ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ არ მიიღებს „ჰამასის“ მოთხოვნას ღაზაში მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ ომის შეწყვეტის შესახებ.
„ამაზე ვმუშაობ 24 საათის განმავლობაში. მაგრამ გარკვევით რომ ვთქვათ: პირდაპირ უარვყოფ „ჰამასის“ მონსტრების მიერ შემოთავაზებულ კაპიტულაციის პირობებს“, - თქვა მან.
ნეთანიაჰუს თქმით, „ჰამასმა“ მოითხოვა ომის შეწყვეტა, პალესტინელი ტყვეების გათავისუფლება და ისრაელის ჯარების გაყვანა ღაზადან მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ.
„თუ ამას დავთანხმდებით, ნიშნავს, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამაოდ დაეცნენ. თუ ამაზე დავთანხმდებით, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ“, - განაცხადა ისრაელის პრემიერმა.